суббота, 1 марта 2014 г.

დღე -9
 დასრულდა პროექტი, რომელიც ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო და ინფორმაციის მოძიებით   დატვირთული.შევიძინე პროექტზე მუშაუბის დიდი გამოცდილება, მართალია ის დღეები რპოექტზე მუშაობისა იყო ძალიან შრომატევადი, მაგრამ დასაძლევი და მეტად საინტერესო.
  მინდა გამოვყო ჩემი ტრენერისადმი დიდ პატივისცემა და მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისათვის..

воскресенье, 23 февраля 2014 г.

დრევანდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი.განვიხილეთ და ვისაუბრეთ კითხვარებზე დიფერენცირებული სწავლებისთვის,განვიხილეთდავალების ნიმუში ნიჭიერი მოსწავლისთვის.შევამოწმეთ პროექტისთვის შექმნილი მასალა.
დიდი მადლობა ქალბატო ირინა მარკოზაშვილს.

суббота, 22 февраля 2014 г.

დღე მეშვიდე იყო ძალიან საინტერესო.პრეზენტაციაში გადმოვიტანე მოსწავლის ნამუშევარი.ვისწავლე როგორ გადმოვიტანო პრეზენტაციაში ჩემს მიერ გადაღებული ვიდეო.განსხვავებული და მნიშვნელოვანი დღე იყო.

воскресенье, 16 февраля 2014 г.

მოდულის მე-6 დღე იყო საინტერესო,განვიხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრების მაგალითები.გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები და მოსაზრებები.დავსახეთ შემდეგი მუშაობის გეგმები.

суббота, 15 февраля 2014 г.

დღე მეხუთე იყო ძალიან საინტერესო.შევისწავლე იუთუბიდან ვიდეოს მისამართისა  და თვითონ ვიდეოს გადმოწერა.ხვალისთვის უნდა გავაკეთო ციტირების დოკუნენტი.

суббота, 8 февраля 2014 г.

დავიწყეთ პროექტის დაგეგმვა. გავეცანით პროექტის მიზნების და სტანდარტების დაწერის ფორმას და რუბრიკას, დაუკავშირეთ ბლუმის ტაქსონომიას, გავითვალისწინეთ 21 საუკუნის უნარები და ჩამოვყალიბდით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებში.
გავეცანით ერთმანეთის პროექტების თემებს, ვურჩიეთ და გავითვალისწინეთ ურთიერთ რჩევები. 

понедельник, 3 февраля 2014 г.

პროექტის გზამკვლევში უფრო დეტალურად არის რა უნდა გავითვალისწინო, გავეცანი გზამკვლევის, ,,ვიუვარის' მუშაობას. 1-მოდულის 1-3 აქტივობები. გადავხედეთ შაბლონებს. ვიმსჯელეთ პროექტის გეგმაზე და მის რუბრიკაზე, რას ნიშნავდა ჩეკლისტი, როგორ და რა უნარებს უწყობს ხელს პროექტების განხორციელება, შრომატევადია. დიდ დაკვირვებას მოითხოვს, მაგრამ საინტერესო. დავიწყე პროექტის ტემაზე ფიქრი, უკვე ვნერვიულობ. , ჯერ ვერ დავლაგდი, უკვე მაქვს ჩემი პორტფოლიო, სადაც მასალები უნდა ჩავალაგო, პუბლიკაციის გაკეთებაც ვისწავლე. ტრენერი გვესაუბრა, პროექტების მნიშვნელობაზე და 21-ე საუკუნის უნარების განვითარებაზე, პროექტის კეტების მიზნებზე და თანმიმდევრობაზე. პუბლიკაციაც გვაჩვენა, რომლის მნიშვნელობა ადრე არც ვიცოდი. პუბლიკაციის გაკეთებაც ვისწავლე. ვეცდები რაიმე საინტერესო გავაკეთო.